თელ-ავივში მორიგი საპროტესტო აქცია შეტაკებებით დასრულდა. პოლიციამ, დემონსტრანტების დასაშლელად, წყლის ჭავლი გამოიყენა. დაპირისპირება სამართალდამცველებთან მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა გზატკეცილი გადაკეტეს.
მოთხოვნა მძევლების გათავისუფლება და ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომა იყო. დაკავებულია, სულ მცირე, ერთი დემონსტრანტი.
გზატკეცილი გადაკეტეს აქციის მონაწილეებმა იერუსალიმშიც.