25 ივნისი 2026,   19:08
ვრცლად
გელაპის გამოკითხვის თანახმად, ლგბტ ამერიკელების პროცენტი გასულ ათწლეულში გაორმაგდა

გელაპის გამოკითხვის თანახმად, ლგბტ ამერიკელების პროცენტი გასულ ათწლეულში გაორმაგდა - "ფოქს-28-სავანა" სტატიას ავრცელებს.

გელაპის ბოლო გამოკითხვის მონაცემებით, აშშ-ში მოზარდთა პროცენტი, რომლებიც არ იდენტიფიცირებენ ჰეტეროსექსუალებად, 2012 წლიდან გაორმაგდა. როდესაც გელაპმა 2012 წელს დაიწყო რესპონდენტთა სექსუალური იდენტობის დათვლა, მხოლოდ 3.5% იყო ლგბტ თემის ნაწილი. 2023 წელს ეს მაჩვენებელი 7,6%-მდე გაიზარდა.

ბისექსუალი მოზარდები წარმოადგენდნენ ამ ჯგუფის უდიდეს ქვესექციას, აშშ-ს ზრდასრულთა 4.4% და ლგბტ ზრდასრულთა 57.3% ამბობს, რომ ისინი ბისექსუალები არიან. ტრანსგენდერი ინდივიდები შეადგენენ აშშ-ს ზრდასრულთა 1%-ზე ნაკლებს , ეს დაახლოებით რვა ლგბტ ზრდასრული ადამიანიდან ერთია.

სექსუალური მრავალფეროვნების კუთხით ახალგაზრდა ამერიკელები ლიდერობენ. "ჯენ ზის" ყოველი მეხუთე წევრი ლგბტ თემის ნაწილად არის იდენტიფიცირებული. "ჯენ ზის" სექსუალურ იდენტობებში ბისექსუალობის მაჩვენებელი 15%-ს შეადგენს .

საერთო ჯამში, ყოველი ახალგაზრდა თაობიდან ლგბტქ+-ად იდენტიფიცირების შანსი დაახლოებით ორჯერ მეტია ვიდრე წინა თაობაში" - წერენ სოციოლოგები. „თუ მიმდინარე ტენდენციები გაგრძელდება, სავარაუდოა, რომ ლგბტქ+ იდენტიფიკატორების წილი გადააჭარბებს აშშ-ს ზრდასრულთა 10%-ს, მომდევნო სამი ათწლეულის განმავლობაში"-აცხადებენ გამოკითხულები.

ქალები ორჯერ უფრო ხშირად იყვნენ იდენტიფიცირებულნი როგორც ლგბტ თემის წარმომადგენლები, ვიდრე კაცები. ,,ჯენ ზის" ქალების 28.5% იყო იდენტიფიცირებული, იმავე ასაკობრივი ჯგუფის მამაკაცების მონაცემი კი 10.6%-ი.

დღის ამბები