16 სექტემბერი 2026,   19:38
ვრცლად
თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობამ, იარაჯულის სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს ეროვნულ გმირს, მფრინავ ზურაბ იარაჯულს 53 წელი შეუსრულდებოდა. სოფელ ზარიძეებში, თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობამ, იარაჯულის სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა კი, ეროვნული გმირის საფლავზე მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

შეგახსენებთ, სამხედრო მფრინავი აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპა. მას 2013 წლის 19 სექტემბერს, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

დღის ამბები