17 სექტემბერი 2026,   01:08
ვრცლად
პროფესორი ნუგზარ უბერი, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მეცნიერების სფეროში გამორჩეული მიღწევებისა და საქართველოსთვის გაწეული აღმატებული ღვაწლისთვის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ემერიტუსი, პროფესორი ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

ცერემონიას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ლუკა ეხვაია, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე და ნუგზარ უბერის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

პრეზიდენტმა ნუგზარ უბერს მრავალწლიანი პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა მისი ფასდაუდებელი წვლილი ქართული პედიატრიისა და სამედიცინო განათლების განვითარებაში.

დღის ამბები