განათლების მინისტრმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის ახლად აშენებული დამატებითი კორპუსი გახსნა.
გივი მიქანაძემ და ზურაბ პატარაძემ განახლებული სასკოლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის დაწყება მიულოცეს.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში აშენდა 400 მოსწავლეზე გათვლილი 3 სართულიანი შენობა.