16 სექტემბერი 2026,   18:19
ვრცლად
გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქმეზე განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. 

განაჩენის თანახმად, ლილუაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ბრალად წარდგენილ ოთხივე ეპიზოდზე: ბაგა-ბაღების სააგენტოს, თაღლითური "ქოლ ცენტრებისა" და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დახმარებით ქრთამის აღების 2 ეპიზოდზე.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, მხარეებმა რეპლიკების უფლებით ისარგებლეს. დაცვის მხარე გამამართლებელი განაჩენს ელოდა, პროკურატურა კი მიიჩნევდა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაკითხულ პირთა ჩვენებები ყოფილი მაღალჩინოსნის ბრალეულობას სრულად ადასტურებს.

საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის თქმით, გამოძიების მიერ მოპოვებული მასალები ოთხივე ეპიზოდს, მათ შორის საბავშვო ბაღებისა და ე.წ. ქოლცენტრების საქმეებს, უტყუარად ამტკიცებს.

 

დღის ამბები