ქალთა კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალები დააჯილდოვეს. მათ აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
კამპანია ყოველწლიურად ტარდება. მისი მიზანია ხელი შეუწყოს დევნილ ქალთა ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას.