16 სექტემბერი 2026,   06:49
ვრცლად
"ოცნება" თუ ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ კრიტიკულ კითხვებზე ხელს აგვაღებინებს, ან შეგვაჩერებს ძალიან ცდება - გიორგი შარაშიძე საკონსტიტუციო სარჩელზე

მიმდინარე კვირას "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.
სარჩელს, რომელიც რომელიც პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს, "გახარია საქართველოსთვის" დაემატება. სარჩელის პირობებში არ იქნება მოთხოვნილი სადეპუტატო მანდატების შეწყვეტა.

გადაწყვეტილებას ხელისუფლების ოპონენტები ეხმაურებიან.

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება მათ შეჩერებას ვერ შეძლებს.

"ოცნება" თუ ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ კრიტიკულ კითხვებზე ხელს აგვაღებინებს, ან შეგვაჩერებს, ან ჩვენ სიმწვავეს დაუკლებს, რა თქმა უნდა, ძალიან ცდება. პირიქით," - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობის საბჭოს წევრი, ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ ამ ვითარებაში ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს.

"ყველა შემთხვევაში ქართული ოპოზიცია გააკეთებს იმას, რაც მის პირად პარტიულ ინტერესს ექვემდებარება და გახარიასთან მიმართებაში, ეს ამის ნათელი დადასტურებაა. ამიტომ ამ ვითარებაში ჩვენ ოპოზიციურ პარტიებს სხვა ტიპის მოქმედებები გვჭირდება, მეტი კონსოლიდაცია, მეტი ერთიანობა," - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

უმრავლესობის სხდომაზე განხილულ საკითხთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ "გახარია საქართველოსთვის" დესტრუქციულ დღის წესრიგს ატარებს, საბოტაჟის რეჟიმიდან ვერ გამოდის და კონსტიტუციურ წყობილებას არ აღიარებს.

დღის ამბები