სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა ჯემალ ჭელიძის საქმე, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ნანა ჟორდანიას. ჭელიძეს 2500 ლარის გადახდა დაეკისრა.
სასამართლომ 3 000 ლარით დააჯარიმა დავით ანთაძე, მან შეურაცხყოფა მიაყენა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს.
4 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა პრეზიდენტის მიმართ გამოყენებული სიძულვილის ენისთვის ლაშა სამხარაძეს.
პროცესები გაიმართა ზესტაფონში, ახმეტასა და თელავში.