ყოფილ და მოქმედ ნაციონალებს შორის დაპირისპირებას მმართველ გუნდში აფასებენ. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ჭეიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციას საერთო იდეა არ გააჩნია. მისი თქმით, სანამ ეს პარტია არ აიკრძალება და იქნება პოლიტიკურ ველზე, მანამდე იქნება დაპირისპირება მუდმივად ოპოზიციაში.
"არ არსებობს ოპოზიცია ქვეყანაში, არ არსებობს რამე საერთო იდეა, გაერთიანება მათი, რამდენჯერ შეერთდნენ, რამდენჯერ დაიშალნენ, უკვე რეკორდული მაჩვენებლები აქვთ. აქედან გამომდინარე, ახლა ამათი დაპირისპირება არ დასრულდება 2028 წლამდე და არც 2028 წლის შემდეგ.
გეუბნებით, რომ საერთო გაერთიანებული რამე, ერთი იდეა ამათ არ გააჩნიათ. ყველა თავისკენ ექაჩება, კიდევ ერთხელ ვამბობ, მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან დიდი პრობლემა ოპოზიციის გაერთიანების და შესაბამისად, სანამ ეს ადამიანი და ეს პარტია არ აიკრძალება და იქნება პოლიტიკურ ველზე, მანამდე იქნება დაპირისპირება მუდმივად ოპოზიციაში," - აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.