15 სექტემბერი 2026,   19:03
ვრცლად
"ჩვენ არ ვითხოვთ მანდატების შეწყვეტას, ასე რომ, კვლავ კოლეგებად დავრჩებით" - შალვა პაპუაშვილი პარტია "საქართველოსთვის" წევრებს

პარტიების აკრძალვაზე, საკონსტიტუციო სარჩელსა და ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე გაკეთდა განცხადებები პარლამენტის პლენარულ სხდომაზეც - სესია დღეს, ტრადიციულად, პოლიტიკური გამოსვლებით გაიხსნა. დარბაზში ისმოდა ურთიერთბრალდებები. დეპუტატებმა, ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და დემოგრაფიულ მდგომარეობასთან ერთად, ისაუბრეს შიდა და საგარეო პოლიტიკაზე. 

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი "საქართველოსთვის" ფრაქციის წევრების მანდატების შეწყვეტას არ ითხოვს და, შესაბამისად, ისინი კვლავ კოლეგებად დარჩებიან, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.

"შემთხვევით არ მითქვამს, მადლობას ველი-თქო, რადგან, როგორც იცით, გუშინ უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა ბრიფინგზე, ჩვენ არ ვითხოვთ მანდატების შეწყვეტას, ასე რომ, კოლეგებად დავრჩებით კვლავ, მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები