თბილისის ანძა ლურჯად იყო განათებული - აქტივობა მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება. ამ ქმედებით ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა საქართველოში საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები დაიწყო.
მსოფლიო აქციას, თბილისი უკვე ბოლო რამდენიმე წელია უერთდება.
შეგახსენებთ, მსხვილი ნაწლავის კიბოს უფასო გამოკვლევა ეროვნული სკრინინგ ცენტრის ფილიალებში 50-დან 70 წლის ჩათვლით, ორივე სქესის მოქალაქეებისთვის უფასოა.