15 სექტემბერი 2026,   16:34
ვრცლად
იუსტიციის მინისტრი გერმანიის ბუნდესტაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი გერმანიის ბუნდესტაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებს შეხვდა.

რატი ბრეგაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მჭიდრო სექტორული თანამშრომლობის გაღრმავება ევროპელ კოლეგებთან.

მინისტრმა ბუნდესტაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და განაცხადა, რომ აფასებს გერმანიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული ოჯახის წევრობის გზაზე. დელეგაციამ პენიტენციური დაწესებულებაც მოინახულა.

დღის ამბები