კახეთის მაგისტრალური გზის მშენებლობა გრძელდება. თბილისი-საგარეჯოსა და ბაკურციხე-წნორის მონაკვეთებზე ამ ეტაპზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს. თბილისი-საგარეჯოს 35 კილომეტრიან ჩქაროსნულ მაგისტრალზე, პირველი 4 კილომეტრიანი, 4 ზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულებულია და იქ ტრანსპორტი უკვე მოძრაობს.
გრძელდება სამუშაოები ბაკურციხე-წნორის შემოვლით ახალ გზაზე. ეს მონაკვეთი გვერდს აუვლის წნორსა და 6 მიმდებარე სოფელს, რაც გააუმჯობესებს დასახლებული პუნქტების ეკოლოგიურ მდგომარეობას და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას.