თბილისში, ღამით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. თითქმის, 4-საათიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი მსუბუქი ავტომობილი ამოიყვანეს, რომელშიც მამაკაცის ცხედარი იყო. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
თვითმხილველების თქმით, "ტოიოტას " მარკის ავტომობილმა ჯერ ჯებირი გაანგრია, რის შემდეგაც მდინარეში გადავარდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავები.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.