20 სექტემბერი 2026,   15:50
ვრცლად
თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო

თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო. ელისო ვირსალაძის მიერ დაფუძნებულმა ფესტივალმა სტარტი, ტრადიციულად, ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრის სცენაზე აიღო.

მსმენელის წინაშე საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა წარდგა, კონცერტის დაწყებამდე კი თეატრის ფოიეში ანა კალატოზიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა.

ერთკვირიანი მუსიკალური საღამოების პარალელურად, მასტერკლასები, საუბრები მუსიკაზე და მოზარდ მაყურებელთა თეატრის გასტროლია დაგეგმილი.

ფესტივალი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება და 26 სექტემბერს დასრულდება.

დღის ამბები