20 სექტემბერი 2026,   13:57
ვრცლად
დედაქალაქი "მობილობის ევროპულ კვირეულს" მეშვიდე წელია უერთდება

"მობილობის ევროპულ კვირეულს" დედაქალაქი უკვე მეშვიდე წელია უერთდება. კვირეულის ფარგლებში, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ სხვადასხვა აქტივობა ჩაატარა.

მოქალაქეები მეტროს მუშაობასა და მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტის" შიდა ინფრასტრუქტურის სპეციფიკას გაეცნენ. მათ ინფორმაცია "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ტექნიკურმა პერსონალმა მიაწოდა.

ამასთან, მოქალაქეები დიდი დიღმის მეორე ავტობაზასაც ესტუმრნენ, სადაც ტექნიკურმა თანამშრომლებმა მათ ავტობუსების სისტემის მუშაობის სპეციფიკა გააცნეს.

"მობილობის ევროპული კვირეული" ყოველწლიურად აღინიშნება. 

დღის ამბები