05 ნოემბერი 2026,   17:26
ვრცლად
თამარ ჩერგოლეიშვილი: ფედერალისტები რომ მოვალთ ხელისუფლებაში, უზენაესში და სააპელაციოში საერთოდ დიდი სასამართლო ტრადიციის მქონე ქვეყნებიდან დაინიშნება მოსამართლეთა ნაწილი

სასამართლო სისტემის სათავეში მყოფი პირების შემოწმება უცხოელი ექსპერტების გადამწყვეტი მონაწილეობით - ეს ევროკომისიის 2026 წლის ანგარიშის ერთ-ერთი მოთხოვნაა.

ბრიუსელი საქართველოს მოუწოდებს, შექმნას კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმების მექანიზმი, სადაც უცხოელებს ექნებათ არა უბრალოდ დამკვირვებლის, არამედ გადამწყვეტი ხმის უფლება, თუ ვინ უხელმძღვანელებს ქვეყნის სასამართლო ხელისუფლებას.

"ფედერალისტური პარტიის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, თამარ ჩერგოლეიშვილი ამ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებაში მათი პარტიის მოსვლის შემთხვევაში, მოსამართლეთა ნაწილი უცხოეთიდან დაინიშნება.

"ფედერალისტები რომ მოვალთ ხელისუფლებაში, უზენაესში და სააპელაციოში საერთოდ დიდი სასამართლო ტრადიციის მქონე ქვეყნებიდან დაინიშნება მოსამართლეთა ნაწილი და ქართველი ხალხი ჩვენსკენ იქნება ამ დიდებულ საქმეში. ნებისმიერი კვლევა მოწმობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს უფრო ენდობიან ქართველები, ვიდრე ქართულ სასამართლოს. აღარ დასჭირდებათ სტრასბურგის მეოთხე ინსტანციად გამოყენება - აქ იქნება თავისუფალი სასამართლო და აქ აყვავდება ეკონომიკა სამართლიან გარემოში", - წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილი.

დღის ამბები