ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ალიანსი თავად არ დაუტოვებიათ და გაერთიანებიდან გარიცხვის შესახებ, მხოლოდ ალიანსის ლოგოდან ამოშლის შემდეგ გაიგეს. მანამდე პარტიაში ამბობდნენ, რომ ალიანსთან კომუნიკაცია თავად აღარ ჰქონდათ. შეფასებები კეთდება მმართველ გუნდშიც, სადაც თვლიან, რომ ოპოზიციას ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს და ახლა ყურადღების ცენტრში დარჩენას, ხელოვნურად ცდილობს.
რაც შეეხება თავად ოპოზიციური პარტიების განცხადებებს. "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის, გიგი წერეთლის თქმით, ალიანსს აქვს საერთო წესები და თუ არც წესებს ეთანხმები და რამდენიმე თვე არც მონაწილეობ პროცესებში, ნიშნავს, რომ არც იზიზრებ საერთო ხედვას.
"ის, რომ ალიანსმა მიიღო ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება, ასეთი რამ არ ყოფილა. მექანიზმიც არ არის არავის გარიცხვის. შევთანხმდით საერთო წესებზე, თუ ამ წესებიდან ხარ ამოვარდნილი, თუ თვეებია არ მონაწილეობ, თუ რაღაცნაირად ზოგჯერ უკმაყოფილებას იჩენ რბილად რომ ვთქვათ და ა.შ., ეს ნიშნავს, რომ შენ ადგილს იქ ვერ ხედავ. თუ ვიღაცისთვის სიურპრიზია, ვიღაცისთვის ლოგიკურია ეს, ალბათ თვითონ უნდა გაარკვიონ", - აცხადებს გიგი წერეთელი.