05 ნოემბერი 2026,   15:06
ვრცლად
ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზს ილია II-ის სახელი მიენიჭა

"ოქროს საწმისის ქვეყანა" - ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-ს წელს ეძღვნება. ღონისძიებას წამყვანი ქართველი და უცხოელი მკვლევრები ესწრებიან. სამკითხველო დარბაზს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II სახელი მიენიჭა.

"დიდი დღე არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-ს წელს. მეგობრები არიან ჩამოსული, პროფესურა, როგორც თურქეთიდან, ასევე ისრაელიდან და ევროპის ქვეყნებიდან და რა თქმა უნდა, ჩვენი ქალაქის ცნობილი მეცნიერები. დღეს ბევრით აღსანიშნავი დღე არის", - აცხადებს წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, შალვა კირთაძე.

დღის ამბები