05 ნოემბერი 2026,   13:43
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: რა რიტორიკა უნდა გვქონდეს, დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს გაწყვეტილი, არანაირ დიპლომატიურ კომუნიკაციას არ ვაპირებთ, სანამ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები იქნება ოკუპირებული, სანამ საქართველოს მთლიანობის აღიარებას არ მოვისმენთ რუსეთის მხრიდან

როდესაც ქვეყანას, რომელსაც შენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, იქ გარკვეულია ყველაფერი, რა რიტორიკა უნდა გქონდეს, დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს გაწყვეტილი - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ  მედიასთან საუბრისას აღნიშნა.

შალვა პაპუაშვილმა ამ განცხადებით უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ არ აქვს ისეთივე მკაცრი ტონი რუსეთთან, როგორც ზოგიერთი ევროპელი დიმპლომატის მიმართ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმითვე, რუსეთთან არანაირ ურთიერთობებზე საუბარი არ იქნება, ვიდრე მათი მხრიდან საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია.

"საქმეც იმაში არის, რომ როდესაც ქვეყანას, რომელსაც შენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, იქ გარკვეულია ყველაფერი, რა რიტორიკა უნდა გქონდეს, დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს გაწყვეტილი და არანაირ დიპლომატიურ კომუნიკაციას არ ვაპირებთ მანამ, სანამ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები იქნება ოკუპირებული რუსეთის მხრიდან. მათ აქვთ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული და მათთან გაწყვეტილი გვაქვს ყოველგვარი ურთიერთობა, გაწყვეტილი გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა და იქ რამეზე საუბარს აზრი არ აქვს მანამ, სანამ, რუსეთს ექნება საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული და საქართველოს მთლიანობის აღიარებას არ მოვისმენთ მათი მხრიდან", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები