05 ნოემბერი 2026,   13:41
ვრცლად
უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

უეფას ერთა ლიგის 2026 წლის სეზონის ბოლო ორი მატჩისთვის, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

შემადგენლობაში სამი დებიუტანტია - "დინამო ბათუმის" მეკარე ნოდარ ყალიჩავა, უკრაინული პოლისიას მცველი გიორგი მაისურაძე და სლოვენური ტრნავის სპარტაკის ნახევარმცველი გიორგი მოისწრაფიშვილი.

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი, ნოდარ ყალიჩავა.

დაცვა: ოთარ კაკაბაძე, საბა გოგლიჩიძე, საბა საზონოვი, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ივა გელაშვილი, ჯემალ ტაბიძე, გიორგი მაისურაძე, ირაკლი აზაროვი.

ნახევარდაცვა: გიორგი ქოჩორაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ნოდარ ლომინაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი მოისწრაფიშვილი, ირაკლი იეგოიანი, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი კვერნაძე.

თავდასხმა: გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი გაგუა, გიორგი გულიაშვილი.

საქართველოს ნაკრები შეკრებას 9 ნოემბრიდან დაიწყებს.

დღის ამბები