05 ნოემბერი 2026,   15:53
ვრცლად
მსჯავრდებული დაუკავშირდა მის მეუღლეს, ორსულ ქალბატონს, რომელიც ცდილობდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეტანას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში - საქმის პროკურორი გიორგი შაფათავა

ნარკოტიკის შეძენა-შენახვის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულებაში შეტანის მცდელობის ფაქტებზე დაკავებულ 3 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალი წარედგინა მეოთხე პირსაც, რომელიც მსჯავრდებულია.

პროკურორ გიორგი შაფათავას განცხადებით, მსჯავრდებული დაუკავშირდა მის მეუღლეს, ორსულ ქალბატონს, რომელიც ცდილობდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეტანას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

"მსჯავრდებული დაუკავშირდა მის მეუღლეს, ორსულ ქალბატონს, რომელიც ცდილობდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეტანას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და შესაბამისად, გამოკვლეული, მოპოვებული მტკიცებულებებით, წარდგენილ იქნა ბრალდება და შემოტანილ იქნა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე ოთხი პიროვნების მიმართ, სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა გამომდინარე იქიდან, რომ დასაბუთებული შუამდგომლობა იყო და სხვა ალტერნატივას ვერ გაითვალისწინებდა. მტკიცებულებები არის ვიდეოჩანაწერები, არის ამოცნობის ოქმები", - განაცხადა პროკურორმა გიორგი შაფათავამ.

გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცი დაუკავშირდა ორსულ მეუღლეს და დააორგანიზა მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა. დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით, ქალს მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მისთვის უცნობი 3 მამაკაცი შეხვდა, რომლებმაც ნარკოტიკული საშუალებები გადასცეს.

დღის ამბები