05 ნოემბერი 2026,   14:02
ვრცლად
მთლიანად ამ აგენტურულ ერთობას გაქცეულების, გარიცხულების და გაგდებულების ერთობა შესაძლოა ეწოდოს – რატი იონათამიშვილი ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირებაზე

ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება. ნაციონალურ მოძრაობაში დღეს აცხადებენ, რომ ალიანსი თავად არ დაუტოვებიათ და გაერთიანებიდან გარიცხვის შესახებ, მხოლოდ ალიანსის ლოგოდან ამოშლის შემდეგ გაიგეს.

მანამდე პარტიაში ამბობდნენ, რომ ალიანსთან კომუნიკაცია თავად აღარ ჰქონდათ. შეფასებები კეთდება მმართველ გუნდშიც, სადაც თვლიან, რომ ოპოზიციას ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს და ახლა ყურადღების ცენტრში დარჩენას, ხელოვნურად ცდილობს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი აღნიშნავს, რომ მთლიანად ამ აგენტურულ ერთობას გაქცეულების, გარიცხულების და გაგდებულების ერთობა შესაძლოა ეწოდოს:

"ერთ დღეს ვიგებთ რომ წავიდნენ, მეორე დღეს ვიგებთ, რომ გააგდეს და გარიცხეს და გააგდებს, წასულებიც არიან და გარიცხულებიც ერთდროულად. სინამდვილეში საზოგადოებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ერთმანეთი გარიცხეს ამ უსამშობლოებმა, ერთმანეთი გაყარეს, თვითონ გაიქცნენ, თუ რა გააკეთეს ან რას გააკეთებდნენ, მანამდე რა გაუკეთებიათ მარტო იმას აქვს საზოგადოებისთვის მნიშვნელობა იმიტომ, რომ აქამდე რასაც აკეთებდნენ ამით ძალიან კარგად იციან როგორი მიუღებლები არიან მთლიანი საქართველოსთვის ეს ადამიანები და დღეს რას აკეთებენ და ხვალ რას გააკეთებენ, ამას არანაირი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მთლიანად მათ აი ამ აგენტურულ ერთობას შეგვიძლია გაქცეულების, გარიცხულების და გაგდებულების ერთობა ვუწოდოთ." - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე.

დღის ამბები