05 ნოემბერი 2026,   13:10
ვრცლად
პრემიერი: როცა საუბარია, რომ მოსამართლეები გარედან უნდა დაგვინიშნონ, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ევროპული ბიუროკრატია ვერ იაზრებს სამართლის უზენაესობის, დემოკრატიის, კონსტიტუციონალიზმის მნიშვნელობას და ამიტომ გამოდის ასეთი წინადადებებით, რაც სამარცხვინოა

როდესაც საუბარია იმაზე, რომ მოსამართლეები გარედან უნდა დაგვინიშნონ, საქართველოში, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ევროპული ბიუროკრატია ვერ იაზრებს სამართლის უზენაესობის, დემოკრატიის, კონსტიტუციონალიზმის მნიშვნელობას და ამიტომ გამოდის ასეთი წინადადებებით, რაც უბრალოდ, სამარცხვინოა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც ევროპული ბიუროკრატია საუბრობს ე.,წ. თვითნებურად დაკავებულ პირებზე, ისინი ითხოვენ იმ პირების გათავისუფლებას, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილს ისროდნენ, ასევე დამხობის აქციას აანონსებდნენ და აორგანიზებდნენ.

"ვხედავთ, სადამდეა დასული ევროპული ბიუროკრატია. როდესაც საუბარია იმაზე, რომ მოსამართლეები გარედან უნდა დაგვინიშნონ, საქართველოში, ეს პირდაპირ ნიშნავს, რასაც ვამბობდით მთელი ამ დროის განმავლობაში, რომ ევროპული ბიუროკრატია ვერ იაზრებს სამართლის უზენაესობის, დემოკრატიის, კონსტიტუციონალიზმის მნიშვნელობას და ამიტომ გამოდის ასეთი წინადადებებით, რაც უბრალოდ, სამარცხვინოა. როდესაც ისინი საუბრობენ ე.,წ. თვითნებურად დაკავებულ პირებზე, ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილს ისროდნენ და სხვა ტიპის ძალადობრივ აქტებში მონაწილეობდნენ, რომლებიც დამხობის აქციას აანონსებდნენ და აორგანიზებდნენ, ან პოლიციელს ხელს ურტყამდნენ. კეთილი ინებონ და გვარებით ჩამოჰყვნენ ამ ყველაფერს, მოგვაწოდონ სია, ვის გულისხმობენ. ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ ამ სიის მოწოდება, თუმცა, ვერ მოგვაწოდეს, იმიტომ რომ მერე რა გაირკვეოდა - უნდა მოეწოდებინათ ისეთი ადამიანების სია, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს, მძიმე ძალადობრივ აქტებში იყვნენ ჩართულები, დამხობას აანონსებდნენ, მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ. ზუსტად ამიტომ, ვერავითარ სიას ვერ გვაწვდიან. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროპული ბიუროკრატიის ძალიან მძიმე სახეს, როგორც არის ის დღეს წარმოდგენილი", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპული ბიუროკრატია ითხოვს მოძალადეების გათავისუფლებას, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ამ ძალადობის უკან თვითონ იდგა.

"ამ ყველაფერს არანაირი დასაბუთება არ შეიძლება ჰქონდეს არც ე.წ. ვეთინგს, რაც პირდაპირ გულისხმობს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას, არც პატიმრების გათავისუფლებას. როგორ შეიძლება, მოძალადეების გათავისუფლებას ითხოვდეს ევროპული ბიუროკრატია. ეს ხომ თავისთავად მეტყველებს იმაზე, რასაც ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ამ ძალადობის უკან თვითონ ევროპული ბიუროკრატია იდგა, რომელიც აფინანსებდა მოლოტოვის კოქტეილის კამპანიას. კონკრეტულად ევროპის დემოკრატიის ფონდი, EED აფინანსებდა მოლოტოვის კოქტეილის კამპანიას. EED პირდაპირ ფინანსდება ევროკავშირიდან", - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები