"გორის საავტომობილო გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა,"- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, სამუშაოები დასრულებულია და მოძრაობა აღდგენილია გვირაბის გავლით,"-აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.