16 სექტემბერი 2026,   19:45
ვრცლად
ფონ დერ ლაიენი უფრო მეტად საუბრობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე, სანქციებისთვის გვერდის ავლის გზების დახურვის გზით, და ნაკლებად - ახალი სანქციების დაწესებაზე - იოზვიაკი

"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ ბრიუსელი ძირითად აქცენტს არსებული შეზღუდვების გამკაცრებაზე აკეთებს და ნაკლებად საუბრობს ახალი სანქციების დაწესებაზე.

რიკარდ იოზვიაკის განმარტებით, ევროკავშირში მიღწეულია პოლიტიკური ზღვარი, რომლის იქითაც ახალი შეზღუდვების შეთანხმება რთულდება:

"საინტერესოა, რომ ფონ დერ ლაიენი უფრო მეტად საუბრობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე, სანქციებისთვის გვერდის ავლის გზების დახურვის გზით, და ნაკლებად - ახალი სანქციების დაწესებაზე. აშკარაა, რომ ბლოკში პოლიტიკური ზღვარი არსებობს, რომლის იქითაც ახალი ზომების შეთანხმება რთულდება," - აცხადებს იოზვიაკი.

დღის ამბები