ისრაელ-პალესტინის სრულმასშტაბიანი ომი გრძელდება. ისრაელის ძალებმა ღაზის სექტორში ცეცხლი გაუხსნეს ალ-ამალის საავადმყოფოს, რის შედეგადაც დაიღუპა სამედიცინო პერსონალი და 3 დევნილი. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ისრაელის არმია აგრძელებს დაწესებულების ალყაში მოქცევას.
დაძაბულობაა წითელ ზღვაშიც, - ისრაელის მთავრობის განცხადებით, იემენიდან ისრაელის მიმართულებით გასროლილი რაკეტა წითელ ზღვაში გაანეიტრალეს. ჰუსიტები კვლავ აგრძელებენ თავდასხმებს ღაზის მხარდასაჭერად.