სისხლიანი გარჩევა ავტოსადგომის გამო - ცივი იარაღით დაჭრილია მამა-შვილი. დაპირისპირება მეზობლებს შორის თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მოხდა.
დაზარალებულები კლინიკაში გადაიყვანეს. დაწყებულია გამოძიება.
ადგილობრივების ინფორმაციით, ხმაურისა და ყვირილის ხმები ისმოდა, რის შემდეგაც შესაბამის უწყებაში დარეკეს. მათი თქმით, ერთ-ერთი დაჭრილი 20 წლის ახალგარზდა მამაკაცია.