07 დეკემბერი 2023,   21:14
ვრცლად
გიორგი ამილახვარი - სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამინისტრო კერძო უნივერსიტეტებზე ზემოქმედებდა

სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც 30 000-ზე მეტ სტუდენტს დავალიანება სრულად გაუნულდება, ამის შესახებ განათლების მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამინისტრო კერძო უნივერსიტეტებზე ზემოქმედებდა.

მინისტრი ამბობს, რომ უწყებამ ორშაბათიდანვე დაიწყო მუშაობა და შეხვედრა გაიმართა ყველა კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, სადაც დადებითად შეფასდა გადაწყვეტილება.

"შეხვედრები გაიმართა ყველა უნივერსიტეტთან, სადაც უკლებლივ ყველა უნივერსიტეტის რექტორმა დადებითად შეაფასა აღნიშნული გადაწყვეტილება და ხელი მოაწერეს მემორანდუმს. სტუდენტებს არცერთი თეთრის გადახდა არ მოუწევთ და უნივერსიტეტები მათ სრულად გაუნულებენ გადასახადებს. კერძო უნივერსიტეტებს კი ჩვენ შევთავაზეთ არსებული დავალიანების ობიექტური საბაზრო ღირებულების ანაზღაურება, დაახლოებით 60 უნივერსიტეტიდან ერთადერთი გამონაკლისია თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტი, რომლებმაც უარი განაცხადეს ჩვენს წინადადებაზე,"- აცხადებს ამილახვარი.

მინისტრის თქმით, სტუდენტებს შეუძლიათ თანხის განულების შემდეგ აღადგინონ სწავლა მიმდინარე სემესტრში.

დღის ამბები