



კულტურის სამინისტრომ დღეს ორი კონკურსი გამოაცხადა. პირველი კონკურსის მიზანი კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობაა, რომლის ბიუჯეტი 100 ათას ლარს შეადგენს.
მეორე კი დრამატულ თეატრებში მოქმედი მუზეუმების ხელშეწყობას ეხება, ბიუჯეტი 50 ათასი ლარია.
განცხადებების მიღება ხვალიდან დაიწყება და 2 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.