ტოკიოში მიმდინარე ტურისტულ გამოფენაზე კუთხემ, სადაც საქართველოს ტურისტული მიმართულებები, ღირსშესანიშნაობები და ტურისტულ პროდუქტებია წარმოდგენილი, განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა.
Tourism EXPO Japan-ზე საკუთარი შეთავაზება ათამდე კომპანიამ წარმოადგინა.
გამოფენის ფარგლებში არაერთი სამუშაო შეხვედრა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ გამართა. მთავარი მიზანი იაპონურ ბაზარზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციაა.
საქართველოში ტურისტული ნაკადების ზრდა და იაპონურ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის ამაღლება, ამ მიზნით შეხვედრები იაპონიის ტურიზმის სააგენტოს, PR და მარკეტინგულ სააგენტოებთან, წამყვან ავიაკომპანიებსა და ტუროპერატორებთან გაიმართა.
საერთაშორისო გამოფენას 80-ზე მეტი ქვეყნიდან 180 000-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. Tourism EXPO Japan-ში 1 300-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა. მოლაპარაკებები დაწყებულია, ქართული მხარე პოტენციური პარტნიორებისგან, შეთანხმების შემდეგ კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება.