გარემოსდაცვითი ზედამხედველობის წარმომადგენლებმა აჭარასა და კახეთში სამი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ლენტური ტიპის ობიექტებს შუახევის, ხულოსა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მიაგნეს. ყველა მათგანი ამჟამად დალუქულია.
სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამო, მასალები სამივე ფაქტთან დაკავშირებით, რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.