13 სექტემბერი 2026,   04:35
ვრცლად
საჯარო კრიტიკა, ურთიერთბრალდებები და კულუარული გარიგებები - ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება

საჯარო კრიტიკა, ურთიერთბრალდებები და კულუარული გარიგებები - ნიკა გვარამიას სანდრო რაქვიაშვილმა მას შემდეგ უპასუხა, რაც პარტია "ახალის" ლიდერმა სოციალურ ქსელში იაგო ხვიჩია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მიმართა. პოსტის კომენტარში სანდრო რაქვიაშვილმა გვარამიას პრიმიტიული აფერისტი უწოდა.

უღირსი, ურეპუტაციო, ალქაჯი, გამყიდველი - ეს ის ლექსიკაა, რომელსაც ოპოზიციონერი ლიდერები ერთმანეთს მოიხსენიებენ. ერთ დროს ერთი პოლიტიკური გემოვნების ადამიანები, ერთმანეთის კრიტიკისთვის ყველა საჯარო სივრცეს იყენებენ. "ახლების" ლიდერს პარტიისა და ტელევიზიების რესურსების განიავებასა და მითვისებაში "ნაციონალური მოძრაობა" ადანაშაულებს. ანა წითლიძემ გვარამიას არაერთხელ საჯაროდ მოუწოდა დაასახელოს გილაურთან შუამავალი "ნაციონალის" ვინაობა. სააკაშვილის პარტიაში ამბობენ, რომ ნიკა გვარამიას საქმიან კითხვებზე კონკრეტული პასუხები არ აქვს, მათ შორის არც 40 მილიონის სკანდალთან დაკავშირებით.

ოპოზიციის პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობს მმართველი გუნდი. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ოპონენტებს შორის მწვავე დაპირისპირება ე.წ შავი ფულის დეფიციტმა გამოიწვია. უკიდურესად დასუსტებულ ოპოზიციას კი გარე ძალების სცენარით მოქმედებაც ვეღარ უშველის.

ოპოზიციის ღია დაპირისპირებაში აქტიურად მონაწილეობს მსჯავრდებულ სააკაშვილიც, რომელიც ყოფილი თანაგუნდელების ღალატსა და უპრინციპობაზე საუბრობს. "ნაციონალებსა" და ყოფილ "ნაციონალებს" შორის კრიზისი ყოველდღიურად მწვავდება.

დღის ამბები