15 სექტემბერი 2026,   05:41
ვრცლად
ვენეციის კინოფესტივალი დასრულდა - "ოქროს ლომი" დანიურ ფილმს "უცნობი ქალი" გადაეცა

ვენეციის კინოფესტივალი, ტრადიციულად, საუკეთესო ფილმების დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა. გრან პრი დანიურმა ფილმმა "უცნობი ქალი" მიიღო, რომლის რეჟისორი მაი ელ-ტუკია. მატილდა არჩელი კი, რომელიც ამ ფილმში მთავარ როლს თამაშობს, საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში ოქროს ლომის მფლობელი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად ვენეციაში "ოქროს ლომის" მფლობელ ფილმს ინდივიდუალურ სამსახიობო ჯილდოს იშვიათად ანიჭებენ, ამ შემთხვევაში ჟიურიმ გამონაკლისი ერთხმად დაუშვა.

83-ე ვენეციის კინოფესტივალის ერთ-ერთი მთავარი გმირი და ტრიუმფატორი გახდა ჯონ მალკოვიჩი. მან საუკეთესო კაცი მსახიობის ჯილდო ფილმისთვის "ველური ცხენი ნომერი ცხრა" მიიღო. ფილმში მალკოვიჩი ყოფილი ცენტრალური სადაზვერვო აგენტის როლს ასრულებს. კინოკრიტიკოსებმა ეს როლი მის საუკეთესო ნამუშევრად შეაფასეს.

მიუხედავად იმისა, რომ მალკოვიჩის ფილმის პრემიერამ ფესტივალზე დიდი აჟიოტაჟი და აღფრთოვანება გამოიწვია, მსახიობი ახალ პროექტზე მუშაობის გამო დაჯილდოების ცერემონიას ვერ დაესწრო და ორგანიზატორებს სპეციალური ვიდეომიმართვა გაუგზავნა.

ვერცხლის ლომი წილად ხვდა სამხრეთკორეელი რეჟისორის, ლი ჩან-დონის ფილმს "შესაძლო სიყვარული". საუკეთესო რეჟისურისთვის ვერცხლის ლომი მიიღო ილია ხრჟანოვსკიმ ფილმისთვის "დაუ". კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის "ოქროს ლომი" გადაეცა ჯორჯ კლუნის.

დღის ამბები