იქ, სადაც კამერებს არასდროს ელოდებიან და სადაც ნამდვილი, შეულამაზებელი ისტორიები ყველაზე კარგად ჩანს - სალომე გოგიაშვილმა ამჯერად, სტუდია დატოვა და გადამღებ ჯგუფთან ერთად, დასავლეთ საქართველოს ესტუმრა. გადაცემის თითოეული ეპიზოდი განსხვავებულია, რადგან ყველას აქვს მოსაყოლი ამბავი, ამბავი რომელმაც შეცვალა, გააძლიერა და შექმნა ის, ვინც დღეს არის.
ამ ამბის მთავარი გმირები ნაკლებად ცნობილი, თუმცა გამორჩეული ისტორიების მქონე ადამიანები არიან. წამყვანი თავად სტუმრობს გადაცემის რესპონდენტებს და ხდება იმ ამბის ნაწილი, რაზეც მაყურებელს უამბობს.
აქ მოგიყვებიან საუკუნოვან ტრადიციებზე, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, უცნაურ და დაუჯერებელ შემთხვევებზე, სიყვარულსა და ტკივილზე. ისტორიები, რომლებშიც ბევრმა შესაძლოა საკუთარი თავიც ამოიცნოს. ახალ სეზონში გადაცემის წამყვანი, მაყურებლის წინაშე საკუთარი თავის კიდევ
ერთ, უფრო ნამდვილ მხარეს აჩვენებს.
იმისათვის, რომ ხშირად კადრს მიღმა დარჩენილი ამბები თქვენამდე მოვიდეს, წამყვანი შემოქმედებით გუნდთან ერთად მოგზაურობს, ეძებს და პოულობს ყველასგან განსხვავებულ ისტორიებს.
"ამბავი" სეზონს დღეს ხსნის. გადაცემა "რუსთავი 2-ის" ეთერში ყოველ შაბათს 22 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი.