საგურამოში ილია ჭავჭავაძის გარდაცვალებიდან 119 წლისთავი მუსიკისა და პოეზიის საღამოთი აღინიშნა.
ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში გამართულ ღონისძიებაზე ანსამბლმა "დიდგორმა" პროექტ "ამღერებული მუზეუმების" ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა კუთხის, მათ შორის მივიწყებული, ხალხური სიმღერები შეასრულა.
საღამოში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული პოეტებიც მონაწილეობდნენ.