ბრიუსელის მთავარი სიმბოლო "მანეკენ პი" ჩოხაში გამოაწყვეს - ევროკავშირის პოლიტიკურ დედაქალაქში ეს 26 მაისის ერთგვარ ტრადიციად იქცა. ადგილზე მოსულ ტურისტებს და სტუმრებს ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა სიტყვით მიმართა.
ვახტანგ მახარაშვილმა საქართველოს თავისუფლება, მშვიდობა და განვითარება უსურვა.
"მივულოცავ ჩვენს ქვეყანას საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს, ამ უმნიშვნელოვანეს დღეს. ჩვენ ვართ ევროკავშირის პოლიტიკურ დედაქალაქში და თქვენ მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირი არის ის უნიკალური ორგანიზაცია, რომელიც სხვა სიკეთეებთან ერთად, უზრუნველყოფს თავისუფლებას, მშვიდობას და განვითარებას. ჩვენს სახლს და ჩვენს ქვეყანას სწორედ თავისუფლებას, მშვიდობას და განვითარებას ვუსურვებ", - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიაში, მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში ვახტანგ მახარობლიშვილი.