თბილისის საკრებულოში გენდერული ნიშნით ძალადობისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებზე სამხრეთ კავკასიაში ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია ჩატარდა. მოეწყო პანელური დისკუსიაც. კვლევის მიზნად ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდაჭერა, გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვა და ამ მიმართულებით საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება დასახელდა. კვლევის ინიციატორები "მერსი ქორფს საქართველოს" WISE პროგრამა და გენდერული თანასწორობის საბჭოა.
"თბილისის საკრებულოში ძალიან მნიშვნელოვანი კვლევის პრეზენტაცია წარმოგვიდგინა ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაციამ "მერსი ქორფმა", რომელთან ერთადაც ვფიქრობ ძალიან ნაყოფიერი იქნება ჩვენი საბჭოსთვის იმ ერთობლივი მიზნისთვის, რასაც ჰქვია ქალების გაძლიერება," - აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი