01 ოქტომბერი 2026,   17:12
ვრცლად
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ერთად, ქუთაისში, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ერთად, ქუთაისში, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო.

შეხვედრის ფარგლებში დევნილ ბენეფიციარებს სოფლის მეურნეობისა და სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის კუთხით დაგეგმილი სიახლეები, მათ შორის ახალი პროგრამები წარუდგინეს.

"ვეცნობით ყველა მიმართულებით ჩვენი დევნილი მოსახლეობის მოსაზრებებს, ინიციატივებს, რაც გვეხმარება, რა თქმა უნდა, შემდეგში მათზე მორგებული პროგრამები განვახორციელოთ. დღეს ქუთაისში გვქონდა ასეთი შეხვედრა, სადაც ვისაუბრეთ ყველა იმ გამოწვევაზე, შესაძლებლობაზე, რომელიც შეიძლება აფხაზეთის მთავრობამ სამომავლოდ განახორციელოს", - აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე.

დღის ამბები