პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა. დაჩქარებული წესით განხილული პროექტით გაუქმდა მრავალსაფეხურიანი სისტემა.
40 000 ლარიანი ზღვრის ნაცვლად დგინდება 100 000 ლარი, რომლის ფარგლებშიც ფიზიკური პირი ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება.
სიახლე 81 000 ოჯახს შეეხება. კანონი გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევა.