01 ოქტომბერი 2026,   03:35
ვრცლად
გაერთიანებისთვის ყოველთვის ყველაფერს აკეთებდა "ნაციონალური მოძრაობა", სხვა პოლიტიკური ძალები კი ხშირად ერთიანობის ხელის შემშლელები იყვნენ - ირაკლი ფავლენიშვილი

ამჯერად ოპოზიციონერები ერთმანეთს IRI-ის კვლევის გამო დაუპირისპირდნენ - განულებული, 1 და 2 პროცენტიანი ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და კვლევის შედეგებზე პასუხისმგებლობასაც ერთმანეთს აკისრებენ. დაპირისპირებაში ჩართული არიან იაგო ხვიჩიას პარტიის წევრებიც. სანდრო რაქვიაშვილი კვლევის შედეგებს ოპოზიციის უუნარობას და მათ არასწორ სტრატეგიას უკავშირებს.

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციური ძალების გაერთიანებას "ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის ცდილობდა, თუმცა, მისი თქმით, სხვა პოლიტიკური ძალები ხშირად ამ პროცესს ხელს უშლიდნენ ან მოგვიანებით ერთიანობას შლიდნენ. 

"გაერთიანებისთვის ყოველთვის ყველაფერს აკეთებდა "ნაციონალური მოძრაობა" და სამწუხაროდ, ხშირად სწორედაც, რომ სხვა პოლიტიკური ძალები იყვნენ ხოლმე არა თუ ამ ერთიანების ხელის შემშლელები არამედ შემდგომში ჩამშლელები. თუ უფრო მეტად მიაყენებდნენ, "ბრჭყალებში", ზიანს ამ თავისი საინფორმაციო შეტევებით "ნაციონალურ მოძრაობას", შეიძლება თვითონ გამხდარიყვნენ მთავარი ოპოზიციური აქტორები, რაც არასწორი იყო", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა. 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები