30 სექტემბერი 2026,   23:02
ვრცლად
აშშ-მა ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული ჯგუფი ოფიციალურად დატოვა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად დატოვა ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული ჯგუფი. მანამდე გრეკო რუსეთმა და ბელორუსმა დატოვა. ტრამპის ადმინისტრაციაში განმარტეს რომ ამერიკას იმ საერთაშორისო და მრავალმხრივი ორგანიზაციებიდან გასვლის გეგმა აქვს, რომლებიც არაეფექტური ან შტატების პოლიტიკასთან შეუსაბამობაში არიან. "საერთაშორისო ბიუროკრატიისთვის ცარიელი ჩეკების გაცემის ერა დასრულდა", - ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტეს რომ მრავალმხრივ ორგანიზაციებში მონაწილეობის ნაცვლად, ვაშინგტონი გეგმავს აქცენტი კორუფციასთან ბრძოლის ისეთ მიზანმიმართულ ინსტრუმენტებზე გააკეთოს, როგორებიცაა სანქციები და სავიზო შეზღუდვები შტატები გრეკოს წევრი 2000- წლიდან იყო.

დღის ამბები