02 ოქტომბერი 2026,   10:57
ვრცლად
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს საჩუქრად სერგო ქობულაძის ნამუშევარი გადაეცა 

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს საჩუქრად ქართველი გრაფიკოსის, თეატრის მხატვრისა და ფერმწერის, სერგო ქობულაძის ნამუშევარი გადაეცა. 1928 წელს შესრულებული "ლედა" თანამედროვე ქართული ფერწერის ფონდს, მისმა მესაკუთრემ, ალექსანდრე ნაჭყებიამ, გადასცა.

კულტურის მინისტრმა ალექსანდრე ნაჭყებიას სახელმწიფო მუზეუმის სახელით მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამიერიდან ექსპონატი ხელოვნების მუზეუმში დაიდებს ბინას და სამინისტროს მიერ სამუზეუმო ფონდისთვის შეძენილი ნამუშევრების კოლექციას შეემატება. 

დღის ამბები