03 ოქტომბერი 2026,   09:21
ვრცლად
"ძალიან სწორი და დროული გადაწყვეტილება იყო ბერა ივანიშვილის სამართლებრივი გზით სიარული" - ზურაბ რურუა

"ქართულ ოცნებაში" ბერა ივანიშვილის გადაწყვეტილებას მიესალმებიან. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ გარკვეული მედიასაშუალებებისა და პოლიტიკოსების კოორდინირებული, ცილისმწამებლური კამპანიის მიზანი -"ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დისკრედიტაციაა და ცილისწამებას პასუხი სამართლებრივად უნდა გაეცეს.

"ძალიან სწორი და დროული გადაწყვეტილება იყო ბერა ივანიშვილის სამართლებრივი გზით სიარული, იმიტომ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში, მედიასაშუალებებმა, სხვადასხვა ტელევიზიებმა, ამდენი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის და ცილისწამებისთვის აუცილებლად პასუხი უნდა აგონ. ამიტომ, ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა და, ზოგადად, ქვეყანაში ადამიანების დისკრედიტაციას, ცილისწამების კამპანიებს უნდა დაესვას წერტილი საბოლოოდ," - აღნიშნა პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ რურუამ.

ბერა ივანიშვილი სამართლებრივ დავას იწყებს. "ქართული ოცნების" დამფუძნებლის შვილი აცხადებს, რომ აღარ აპირებს უპასუხოდ დატოვოს მის წინააღმდეგ აგორებული კამპანია და დეზინფორმაცია, რომელსაც სხვადასხვა მედიით თუ სოციალური ქსელებით ავრცელებენ.

დღის ამბები