02 ოქტომბერი 2026,   18:35
ვრცლად
ისრაელი დიდ ბრიტანეთს შიდა პოლიტიკაში ჩარევაში ადანაშაულებს

ისრაელი დიდ ბრიტანეთს შიდა პოლიტიკაში ჩარევაში ადანაშაულებს. გამოცემა Politico-ს ცნობით, ისრაელის პრეზიდენტმა, ლონდონის მიერ დაწესებულ სანქციებს "უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული" უწოდა.

ისააკ ჰერცოგის განცხადებით, ბრიტანეთის მთავრობა საკუთარი ქმედებებით ისრაელის მოახლოებულ არჩევნებში ჩარევას ცდილობს. მხარეებს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთთან და კანადასთან ერთად, ისრაელის დასახლებებიდან პროდუქციისა და სერვისების იმპორტი აკრძალა. ოფიციალურმა ისრაელმა საპასუხოდ იერუსალიმში ბრიტანეთის საკონსულო დახურა.

დღის ამბები