02 ოქტომბერი 2026,   01:07
ვრცლად
ბრიტანეთში, ტერორისტული აქტის მომზადების ბრალდებით დიდი ბრიტანეთისა და ირანის ორმაგი მოქალაქე დააკავეს

დიდ ბრიტანეთში, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ გამოყენებად ავიაბაზაზე ტერორისტული აქტის მომზადების ბრალდებით, დიდი ბრიტანეთისა და ირანის ორმაგი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ბრიტანეთის კონტრტერორისტული პოლიცია ავრცელებს.

გამოძიების ცნობით, ინციდენტი "RAF Fairford"-ის ავიაბაზაზე სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის განთავსების მცდელობას უკავშირდება.

თეირანი მომხდართან ყოველგვარ კავშირს უარყოფს, თუმცა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არსებობს "ძლიერი ინდიკატორები იმისა, რომ ამ საქმეში ირანმა გარკვეული როლი ითამაშა".

დღის ამბები