ახმეტაში ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე, "ბიძინაობა 2026" საზეიმოდ აღინიშნა.
კულტურული და სპორტული ღონისძიებები ცენტრალური სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც ადგილობრივებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს
სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლებმა.
დააჯილდოვეს საპატიო ახმეტელები, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ წარმატებულ სპორტსმენებს კი ფულადი ჯილდოები გადასცეს.