02 ოქტომბერი 2026,   12:02
ვრცლად
"ყველა იმ სკოლასთან მიმართებაში, რომელიც რუსთავში ექვემდებარება რეაბილიტაციას ან ახალ მშენებლობას, პროცესები დაძრულია" - გივი მიქანაძე

განათლებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა ქალაქ რუსთავში ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხეს.

გივი მიქანაძემ და რევაზ სოხაძემ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განიხილეს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურულ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.

მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ყველა გადაწყვეტილება ექსპერტთა შეფასებებისა და უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით იქნება მიღებული.

"ყველა იმ სკოლასთან მიმართებაში, რომელიც რუსთავში ექვემდებარება რეაბილიტაციას ან ახალ მშენებლობას, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით პროცესები დაძრული არის. მაქსიმალურად კეთდება ყველაფერი კანონის ფარგლებში, რომ უმოკლეს ვადებში, მაქსიმალური ხარისხის დაცვით და უზრუნველყოფით მოხდეს ისეთი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, რომელიც სწავლა-სწავლების პროცესის განახლებას შესაძლებელს გახდის," - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ.

დღის ამბები