ფეისბუქში, მედიაპლატფორმა "ედ ჰოკის" წარმომადგენელი და ვიდეო ბლოგების ავტორი თაკო მამაიაშვილი წერს, რომ ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი ემუქრება და იქვე აქვეყნებს მიმოწერის სქრინს, შინაარსით: "აუ გამოვა ლაზარე და იმან თუ არ შეგისრულოს, მერე მე მოგხედავ”.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მამაიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს. “ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი მემუქრება. კომენტარის სანახავად დააჭირეთ ლინკს (ტიკტოკის ვიდეოზეა კომენტარი) >>> https://www.tiktok.com/t/ZSLRN2U3b/?t=1 “-წერს თაკო მამაიაშვილი.